ირაკლი ნადარაია პოეტი — ბიოგრაფია, შემოქმედება, არქივები
ირაკლი ნადარაია -პოეტი ბიოგრაფია ირაკლი ნადარაია ( ინგლ . Irakli Nadaraia ) დაიბადა 1977 წლის 21 ივლისს შავი ზღვის სანაპიროზე ,ქალაქი სოხუმი. წარმოშობით ქართველი პოეტი, მწერალი. ზღაპრების, ლიტერატურული და მუსიკალური ნაწარმოებების ავტორი. აფხაზეთის ომი (1992-1993) შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ თბილისი -ში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტში სწავლის დროს მისი სურვილით და შემოქმედებით , უნივერსიტეტის თეატრალურ სცენაზე გაიმართა მსახიობ ლია ელიავა -ს ხსოვნის საღამო. სადაც ირაკლი ნადარაიამ განაცხადა რომ გარდაცვლილი მსახიობი ესაუბრა მას და სთხოვა ამ საღამოს მოწყობა. საღამოს დასრულების შემდეგ კი წვიმის სახით დაემშვიდობა საღამოზე მოსულ მრავალრიცხოვან მსმენელს. ამის შესახებ წერდნენ იმდროინდელი გაზეთები თბილისში. ირაკლი ნადარაია მართავდა პოეზიის საღამოებს და ეზოთერულ შეხვედრებს თბილისში. მისი პოეზიის საღამოები გაიმართა თეატრ ძველი სახ...